პაველ დუროვის განცხადებით, საფრანგეთში დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო

“ტელეგრამის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მისი დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო.

“გასულ თვეში, პარიზში ჩასვლის შემდეგ 4 დღის განმავლობაში პოლიციამ დამკითხა. მითხრეს, რომ შეიძლება პირადად ვიყო პასუხისმგებელი სხვა ადამიანების მიერ “ტელეგრამის“უკანონო გამოყენებაზე, რადგან საფრანგეთის ხელისუფლებას არ მიუღია პასუხები “ტელეგრამისგან““, - წერს დუროვი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, ამან გააკვირვა რამდენიმე მიზეზის გამო: “ტელეგრამს“ ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, რომელიც იღებს და პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს, საფრანგეთის ხელისუფლებას მრავალი გზა ჰქონდა მასთან დასაკავშირებლად დახმარების სათხოვნელად, ის ხშირად სტუმრობდა დუბაიში საფრანგეთის საკონსულოს და შექმნა „ტელეგრამის“ ცხელი ხაზი საფრანგეთში ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, მისი თქმით, თუ ქვეყანა უკმაყოფილოა ინტერნეტ სერვისით, ჩვეულებრივი პრაქტიკაა თავად სერვისის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყება.

დუროვის მტკიცებით, „ტელეგრამის“ მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ, 950 მილიონამდე გამოიწვია პრობლემები, რამაც თავდამსხმელებს პლატფორმის ბოროტად გამოყენება გაუადვილა.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოები მას ნარკოტრეფიკში, პედოფილიასა და თაღლითობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ, მესინჯერის ადმინისტრაციის საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო. დუროვი 28 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. დუროვმა გირაოს სახით 5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს