სახალხო დამცველმა ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ სამუშაო შეხვედრები გამართეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან სტივენ ბ. ნიქსთან და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის დირექტორთან ჰოლი დონალდსონთან.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნები წარმოადგენდა.

„სახალხო დამცველმა არჩევნების მიმართულებით აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის, მანდატის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს IRI-სა და NDI-ის სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც წლებია აქტიურ მონიტორინგს უწევენ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების პროცესს.

სახალხო დამცველმა ასევე, ისაუბრა წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის გახშირებულ გამოყენებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობის ფორმატში მომზადებულ განცხადებაზე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა კონგრესის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელთან, რუსეთისა და ევროპის საკითხების სპეციალისტთან, დოქტორ კორი ველტთან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს