არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა

6 სექტემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარულ პროექტ „არქი ცენტრალურ პარკში“ ფიტნეს დარბაზის გახსნის ღონისძიება გამართა. ღონისძიებას არქის დიდი ოჯახისა და გუნდის წევრები, ასევე არქელი ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლევან საღინაშვილი ესწრებოდნენ.

„არქი ფიტნესი“ - ასე ჰქვია სპორტულ დარბაზს, რომელიც სპეციალურად არქელებისთვის გაიხსნა. „არქი ფიტნესი“ აღჭურვილია მრავალფეროვანი, ევროპული სტანდარტის „ტექნოჯიმის“ ტრენაჟორებით, არქელებს ასევე დახვდებათ, ბოქსის, იოგას და ე.წ. წრიული ვარჯიშის სივრცეები, საუნა და რა თქმა უნდა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. აქ ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული ვარჯიშისთვის. დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ როგორც „არქი ცენტრალური პარკის“, ისე სხვა პროექტებში მცხოვრებ არქელებს.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქის დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვაა, სწორედ ამ მიზნით გავხსენით ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ფიტნეს დარბაზი. გვიხარია, რომ ღონისძიებას ბევრი არქელი დაესწრო და ფიტნეს დარბაზით სარგებლობის სურვილი გამოთქვეს. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წახალისებაა.“ - არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

არქი ყოველთვის ზრუნავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე. ამავე პროექტში, არქი ცენტრალურ პარკში ივნისში თანამედროვე სპორტული მოედანი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე არქელი ბავშვები და ახალგაზრდები NBA-ის ორგზის ჩემპიონს, არქის ერთ-ერთ დამფუძნებელ ზაზა ფაჩულიას შეხვდნენ. ღონისძების მიზანი პატარა აქელებისთვის მოტივაციის მიცემა და სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივება იყო. სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წასახალისებლად არქი თავის პროექტებში გამწვანებული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას დიდ ყურადღებას აქცევს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალში კიდევ ბევრ სპორტულ აქტივობას და თავის პროექტებში მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავენ.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე