გიორგი მამარდაშვილი - ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი

ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან თამაშის მოგების შემდეგ განაცხადა.

მამარდაშვილის განმარტებით, ყველაფერი ახლა იწყება.

მისივე თქმით, ალბანეთთან დაგეგმილი მატჩიც მარტივი არ იქნება, თუმცა, საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ჩემი აზრით, ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტეხი, რაც გვეხმარება განვითარებაში თითოეულ ფეხბურთელს და გუნდს. ასე რომ, ახლა ვიწყებთ და ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი“, - განაცხადა მამარდაშვილმა.

მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„როცა საქართველოში ვთამაშობთ, ყოველთვის განსაკუთრებული თამაშებია“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე