სერგეი ლავროვი - კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე თავდასხმის ფონზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ის ხალხი, ვინც დასავლეთმა მოიყვანა უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გზით, ასრულებს დასავლეთის ბრძანებას - ქვეყანა კიდევ ერთხელ გადააქციონ ნაცისტურ საფრთხედ რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არ გამოვა და ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. ერთგვარი კრუნჩხვები, აგონია, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის ე.წ კურსკის მოქმედების ფარგლებში, ყველასთვის აშკარაა. ამიტომ ჩვენი საქმე სამართლიანია“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი, უმეტესწილად, რუსეთის ძმები არიან.

„ჩვენ ამაზე არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ჩვენ ეს ვიცით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო