სელფი TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში იდეების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმის ღონისძიების, TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია.

„სელფი მობაილის“ ინფორმაციით, TED-ის პირველი კონფერენცია აშშ-ში 30 წლის წინ ჩატარდა. მას მერე TED-ი მსოფლიო მასშტაბის პლატფორმა გახდა და დღეს სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს.

„სწორედ ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა TEDx-ი, TED-ის ფორმატით განხორციელებული ადგილობრივი კონფერენცია. TEDxTbilisi-ი საქართველოში 2012 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების შთაგონებასა და კრეატიული აზროვნების სტიმულირებას. TEDxTbilisi წელს მთლიანად ახალგაზრდებს ეთმობათ და ღონისიების მთავარი თემა ძიება და ძიების პროცესია. 8 სექტემბერს, 10 სპიკერი საქართველოდან წარსდგება ინდივიდუალური მოხსენებით, სადაც საკუთარ მაგალითზე გაგვიზიარებენ რას და როგორ ეძებს ახალგაზრდა თაობა და როგორ გადის ძიების გზას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „სელფი“ მრავალი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციების გავრცელებას და პოპულარიზაციას.

„ძალიან გვიხარია, რომ სელფი და TEDxTbilisi დამეგობრდნენ. „სელფი“ მრავალი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციების გავრცელებას და პოპულარიზაციას. ჩვენ მუდმივად ვეძებთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ განათლებაზე წვდომის გაუმჯობესებას, ცოდნის გავრცელებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის TEDxTbilisi-ის საორგანიზაციო გუნდს, რომლის წევრებიც უკვე არაერთი წელია მოხალისეობრივ საწყისებზე უდგანან სათავეში ამ გამორჩეული ღონისძიების ჩატარებას,’’ - აცხადებენ „სელფი მობაილში“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ