ირაკლი ღარიბაშვილი - გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში

ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო შიში, ტერორი, უსამართლობა, 1-ელი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა „ქართულმა ოცნების“ მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

„დღეს, 12 წლის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო გახსოვთ შიში, ტერორი, უსამართლობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ბიზნესი მუდმივი რეკეტისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მხოლოდ მჩაგვრელი მმართველი ელიტა ცხოვრობდა კარგად, გახსოვთ თქვენ, მხოლოდ ისინი გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, ხალხისთვის კი დაკეტილი იყო რა თქმა უნდა, საზღვრები, დაკეტილი იყო სავაჭრო ბაზრებიც, იყო სრული ნიჰილიზმი და გაურკვევლობა. 1-ელი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში, ბიუჯეტი და ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, გაიხსნა ქვეყნის საზღვრები, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, გავხსენით უზარმაზარი სავაჭრო ბაზრები, ევროკავშირის ბაზარი, სადაც ჩვენს ხალხს შეუძლია ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეიტანონ და გაყიდონ წარმოებული პროდუქცია, გავხსენით უზარმაზარი ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, დღეს სრული თავისუფლება აქვს ხალხს, როგორც გადაადგილების, ისე ვაჭრობის, მეწარმეობის, საკუთარი ნიჭისა რეალიზების და ქვეყანა, მეგობრებო, 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო. ამ დროს იზრდება და ვითარდება ყველა სექტორი, რაც მთავარია ქვეყანაში დაისადგურა უპრეცედენტო უწყვეტმა მშვიდობამ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე