რუსეთის რეგიონულ არჩევნებში დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირეს

კრემლის მიერ „უცხო აგენტად“ აღიარებული მოძრაობა „გოლოსის“ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა რუსეთის ფედერაციაში, მუნიციპალურ არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს.

„გოლოსის“ ინფორმაციით, კენჭისყრის ბოლო, მესამე დღეს, 8 სექტემბერს, დარღვევების შესახებ 104 შეტყობინება შევიდა. კერძოდ, საუბარია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემაზე ამომრჩევლის იძულებაზე, ქაღალდის ბიულეტენების გაცემაზე უარის თქმაზე, ხმის მიცემის დროს მანიპულაციებზე, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის სიებში ერთი და იგივე ამომრჩევლების დაფიქსირებასა და სხვა დარღვევებზე.

თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ მოსკოვში განაცხადა, რომ არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

მოძრაობა „გოლოსმა“ ადრე განაცხადა, რომ სამთავრობო აპარატი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრემლის პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლებმა ქვეყანაში საკვანძო პოლიტიკური პოზიციები შეინარჩუნონ.

2024 წლის არჩევნები რუსეთის ფედერაციის 83 რეგიონში ჩატარდა. 8 სექტემბერს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ხელმძღვანელების, რეგიონული პარლამენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დამატებითი არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, უმეტეს რეგიონებში, სადაც კენჭისყრის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, მოქმედმა გუბერნატორებმა გაიმარჯვეს და მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს