ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა „რუსული კანონთან“ დაკავშირებული სარჩელი გაურკვეველი ვადით შემოდოს თაროზე

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მოწყვლადები არიან, დღემდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. ეტყობა, უნდა შეთანხმდნენ იქ, სადაც ათანხმებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება სარჩელი წარმოებაში მიიღოს, თუმცა არ შეაჩეროს კანონის მოქმედება და გაურკვეველი ვადით „შემოდოს თაროზე“.

„სამწუხაროდ, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დამოუკიდებლობა დიდ ეჭვქვეშ დგას. ამის ნათელი მაგალითია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები. იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლეთა ხმები 6-3-ზე გაიყო, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დაწერა ექსვმა მოსამართლემ, რომელთაც პრეზიდენტი დაადანაშაულეს კონსტიტუციის დარღვევაში. ე.წ. მოწყვლადი მოსამართლეები ახლაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე [ბიძინა ივანიშვილი] სრულად აკონტროლებს საერთო სასამართლოს, ამ ექვს მოსამართლეზეც მას დიდი გავლენა აქვს, ალბათ, ახლა მიმდინარეობს შეთანხმება, იმასთან დაკავშირებით, რომელი ვარიანტი მიიღონ.

თუ კენჭისყრისას მოსამართლეთა ხმები შუაზე გაიყო, გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება იმ ნაწილში, რომ სარჩელი მიღებულად ჩაითვალოს. თუ სარჩელი წარმოებაში არ იქნება მიღებული, შეჩერებაზე გადასვლა არ მოხდება. მეორე ვარიანტია, შეიძლება მიიღონ წარმოებაში, მაგრამ არ შეაჩერონ და გაურკვეველი ვადით შემოიდოს თაროზე.

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მოწყვლადები არიან, დღემდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. ეტყობა, უნდა შეთანხმდნენ იქ, სადაც ათანხმებენ. ამიტომ, ჩვენ გადაწყვეტილება სარჩელის მიღება, არ მიღებასთან დაკავშირებით არ გვაქვს“,- განაცხადა ზაზა თავაძემ.

როგორც მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ვადებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვისთვის 9-თვიანი ვადა აქვს. თუ 9 თვის ვადაში ვერ ესწრება გადაწყვეტილების მიღება, ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია დასაბუთებული გადაწყვეტილებით, განხილვის ვადა კიდევ 2 თვით გააგრძელოს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც ეს სარჩელი არის გამწესრიგებელი ეტაპი. ანუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ მარტივად და შემჭიდროებულ ვადებში უნდა გადაწყვიტოს იღებს თუ არა საქმეს არსებით განხილვაში. ამას სჭირდება ის, რომ სასამართლომ მიიღო თუ არა წარმოებაში და დადებით შემთხვევაში, უკვე მეორე საკითხია აჩერებს თუ არა „რუსული კანონის“ სადავოდ გამხდარ ნორმებს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შეჩერებას დასაბუთებულად ითხოვს.

„იცით, რომ მოსარჩელე არის საქართველოს პრეზიდენტი, სპეც. სუბიექტი. მხოლოდ მას შეეძლო გაესაჩივრებინა კონსტიტუციის მე-2 თავის მიღმა არსებული მუხლი, ამ შემთხვევაში 78-ე მუხლი. პრეზიდენტმა, სწორედ 78-ე მუხლთან დაკავშირებით შეიტანა სარჩელი. ზურაბიშვილმა დაასაბუთა, რომ „რუსული კანონი“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით , როდესაც განსაზღვრულია საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს „რუსული კანონი“ ეწინააღმდეგება 78- მუხლს , შესაბამისად ეუბნება, რომ გამოაცხადე არაკონსტიტუციურადო.

ამავე დროს ეუბნება, რომ ამ სადავოდ გამხდარმა „რუსულმა კანონმა“ შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები ადამიანის უფლებების და თავისუფლების ნაწილში“, - აღნიშნა მან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები