გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ნაკრების კარის "მშრალად" შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება

საქართველოს ნაკრების კარის "მშრალად" შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება , - ამის შესახებ ალბანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის“ და ხვალაც მძიმე შეხვედრას ელიან.

„ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნაზე საფეხბურთო ატმოსფერო იქნება. თუმცა, ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ...

საქართველოს ნაკრების კარის "მშრალად" შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება...

ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის - წინა მატჩებში სიამოვნებას ვიღებდი იმით, თუ როგორ თამაშობდნენ ბიჭები შეტევაში, ამ რესურსის გათვალისწინებით, ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაც შეგვიძლია.

რატომ გადავედი ქომაგებში ჩეხებთან მატჩის შემდეგ? ეს მადლობის ჟესტი იყო. ვფიქრობ, მათ გარეშე ვერ მივიდოდით იმ დონეზე, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - დასძინა გიორგი მამარდაშვილმა, რომლის კომენტარსაც lelo.ge ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე