რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, ჩინეთის მონაწილეობით, ორ ოკეანესა და სამ ზღვაში სტრატეგიული წვრთნები დაიწყო

რუსეთის საზღვაო-სამხედრო ძალებმა დაგეგმილი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - „ოკეანე-2024“ დაიწყო, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები წყნარი და არქტიკის ოკეანეების და ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვების წყლებში ჩატარდება და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„წვრთნებში 400-ზე მეტ სამხედრო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და ფლოტის დამხმარე გემი, 120-ზე მეტი თვითმფრინავი და საზღვაო ავიაციის ვერტმფრენი, საზღვაო და საჰაერო კოსმოსური ძალები, დაახლოებით 7000 ერთეული იარაღი, სამხედრო და სპეცტექნიკა, ასევე 90000-ზე მეტი პერსონალი ჩაერთვება“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

წვრთნების პირველ ეტაპზე რუსი სამხედროები შეიმუშავებენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ძალების ჯგუფების საბრძოლო მომზადების ადგილებში განლაგებასთან, ხოლო მეორე ეტაპზე ისინი განახორციელებენ „საბრძოლო მოქმედებებს“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების და იმიტირებული მტრის ძალების დასამარცხებლად.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ჩაერთვება ჩინეთის საზღვაო ძალების ოთხი ხომალდი და ერთი დამხმარე გემი.

წვრთნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით, ორი ფლოტი წყნარ ოკეანეში მეხუთედ ერთად გაცურავს და ერთად მიიღებენ მონაწილეობას რუსეთის წვრთნებში : „ოკეანე-24“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე