ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN იმყოფებოდნენ.

„ქართული სტენდზე, რომელიც ქალაქ შენჭენში საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი, ექვსი ქართული კომპანია თავის პროდუქციას წარადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოფენის ფარგლებში დაგეგმილ საქმიან მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწევენ. სოფლის განვითარების სააგენტო გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ ჩვენი კომპანიები, ფერმერები წარმოვადგინოთ საუკეთესო ფორმით“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს NUTSGE, შპს ნათს ინქორფორეითიდ, რ/კ რუისპირი, შპს აქვა გეო, შპს ჯეონატურალსი, შპს ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს.

„2024 წელს გამოფენაში SIAL SHENZHEN მონაწილეობა 15,000-ზე მეტმა კომპანიამ - 45-მდე ქვეყნიდან მიიღო. წარმოდგენილი იყო 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. გამოფენას 70-ზე მეტი ქვეყნიდან 67,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ გარდა შენჭენისა (SHENZHEN), SIAL გამოფენები ტარდება მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მონრეალი, ტორონტო, შანხაი, ნიუ დელი, კუალა ლუმპური და ჯაკარტა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!