„სელფი“ Ad Black Sea-ს პარტნიორია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის, Ad Black Sea-ს უკვე ტრადიციული პარტნიორია.

ფესტივალი ბათუმში სამი დღის განმავლობაში, 12-15 სექტემბერს იმართება. Ad Black Sea 2024-ს ესწრება 1,300-ზე მეტი მონაწილე და ისევე როგორც ყოველ წელს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ ვორქშოპებს და გასართობ ღონისძიებებს.

ისევე როგორც გასულ წლებში, ფესტივალის მთავარი მოვლენა რეკლამის კონკურსი და მისი გამარჯვებულების გამოვლენაა. წელს ფესტივალზე ქართველი და უცხოელი კონკურსანტები 13 ნომინაციაში წარსდგებიან. სელფის მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სპეციალურად მოწყობილ სტენდთან, გაეცნონ გადარჩეულ, ე.წ. „შორთ ლისტში“ მოხვედრილ ყველა საკონკურსო ნამუშევარს.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ გამომსვლელებს შორის მრავლად არიან კრეატიული ინდუსტრიის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანიები მიიჩნევა სფეროს საუკეთესო მაგალითებად. ფესტივალზე გამომსვლელებს შორის არიან შესანიშნავი ქარველი არტისტებიც: ეთერი ჭკადუა, ნიკა მაჩაიძე, მიშიკო სულაკაური.

ფესტივალის შესახებ იხილეთ Ad Black Sea 2024.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე