მამუკა მდინარაძე - აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს, რაში აინტერესებს საერთოდ? - მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იმიტომაა, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი - საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, თუმცა ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ის გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.

მისი თქმით, ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს.

“აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს ან ა.შ. რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი? რაში აინტერესებს საერთოდ? დაიმახსოვრეთ, მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, ამ კაცმა ეს თავისი მოქმედებით თავის დროზე დაამტკიცა. მას თავისი სამშობლო აინტერესებ. სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით - მნიშვნელობა ამ არჩევნების. ამაშია რეალობაც, ამაშია პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, ამაშია მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, ამაშია გარკვეული სიმბოლიზმიც, ამაშია ხაზგასმაც - ყველაფერი ამაშია. ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ და უპირველესად მისი თანხმობა იყო, რომ სიის პირველი ნომერი იყოს ბიძინა ივანიშვილი. საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, პირდაპირ გეუბნებით. შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის. ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს. აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. პოლიტიკურ ველზე ამათ კი არ ვეჭიდავებით, ამ ვიღაც პატარა პარტიებს, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. ესენი არავინ არიან. მართლა არავინ. პოლიტიკურ ასპარეზზე განულებულები არიან, უბრალოდ, მათ ჰყავთ პატრონები, რომლებიც ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და რომელი რაღაც-რაღაცებიც - მათი განცხადებები და მოქმედებები, იცვა ხავსად წყალწაღებულებისათვის. მათ შანსი არ აქვთ. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად გადაწყვიტა, ასევე, გვინდა გადაწყვიტოს ესეც. ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია. იმიტომაა სიის პირველი ნომერი, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე