ქეთევან თურაზაშვილი - სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის წლობით გაწელილი პროცესი განათლების ხარისხს საგრძნობლად აზიანებს, სამინისტრო კი ამ პრობლემას არ იმჩნევს

სასწავლო პროცესი მალე დაიწყება და ასობით სკოლა ქვეყნის მასშტაბით არ არის მზად იმისთვის, რომ ბავშვები მიიღოს. ათასობით მოსწავლე საკუთარ სკოლაში წელსაც ვერ დაბრუნდება იმის გამო, რომ სკოლების დიდ ნაწილში რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის დაუსრულებელი პროცესი მიმდინარეობს, რაც დადგენილ ვადებს ხშირ შემთხვევაში რამდენიმეჯერ აღემატება, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მშენებლობა/რეაბილიტაციის წლობით გაწელილი პროცესი განათლების ხარისხს საგრძნობლად აზიანებს.

,,ძალიან ვრცელია ჩამონათვალი იმ სკოლებისა, რომელიც დაანგრიეს ან რემონტი დაიწყეს და ეს პროცესი არასოდეს დასრულდა. მახსენდება მეჯვრისხევის სკოლა, რომლის მოსწავლეებსაც 21-13 კილომეტრის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად და ისინი მესამე ცვლაში სწავლობენ, გვიან ღამით ბრუნდებიან სახლში და ცხადია ვერაფერს ასწრებენ. მახსენდება 179 სკოლა ვარკეთილში, უამრავი სკოლა ნაძალადევში, ზოგადად 250 სკოლაა ამ მდგომარეობაში და აპირებენ კიდევ 800 სკოლა დაინგრეს ან რემონტი დაიწყოს, ოღონდ არ გვიკონკრეტებენ იმ ვადებს, როდის დასრულდება და როდის დაბრუნდებიან მოსწავლეები და მასწავლებლები საკუთარ სკოლებში. არავინ ფიქრობს იმ მშობლებზე, რომლებმაც თავის დროზე სწორედ იმიტომ აარჩიეს ეს სკოლები, რომ ბავშვებს ბევრი დრო არ დასჭირვებოდათ გზაში და უსაფრთხოდ ევლოთ სკოლაში, სახლთან ახლოს.

ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და შეიცვალოს, რადგან ხარისხიანი განათლების მიღება არის საფუძველი ჩვენი შვილების უზრუნველი მომავლისა. შესაბამისად, აუცილებელია საქართველოში ეს ვითარება შეიცვალოს და ამ მოცემულობის შეცვლა ჩვენ შეგვიძლია 26 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლით და სწორი არჩევანის გაკეთებით. „ძლიერი საქართველო“ არის რეალური ალტერნატივა, რომ შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, რეალური ალტერნატივა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება”, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე