„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

12 სექტემბერს, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

„ხვალ, 12 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

მიმდინარე ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 200 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი განახლდა. სამუშაოების პარალელურად ქსელზე 4 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და საკვანძო ჭები მოეწყობა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახლად მოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 12 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათიდან ხვალ, 13 სექტემბერს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდ დიღომში - დემეტრე თავდადებულის და არჩილ მეფის ქუჩებს, ბენდუქიძის დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა