გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთას, მცხეთის რაიონის სოფლებს, დუშეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის ზოგიერთ უბანს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს 07:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში კოსტავას, კარიბჭის, ჯავახიშვილის, იბერიელის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-იდან 11:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური და წილკანი; 10:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში - მებაღიშვილის, ხერგიანის, ბარათაშვილის, მიქატაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ხევშა, ჭიკაანი, ქავთარაანი, ფასანაური, მლაშე და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა