Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო

7 სექტემბერს, ქედაში, Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე (MSMEs) ქალებისთვის ჩატარდა. პროექტი აჭარაში მცხოვრები ქალების უნიკალურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე ფოკუსირდა. მოდულის მთავარი თემა მეწარმე ქალთა გაძლიერება და მათთვის ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების გაცნობა იყო.

Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა. 2024 წლის გაზაფხულზე, მოდული წარმატებით ჩატარდა მარნეულში, ახმეტასა და ახალციხეში. სექტემბერში კი, პროექტი ქედას ეწვია.

ლექციებს ქალი ბიზნესლიდერები, „ქალები მომავლისთვის“ ბორდის წევრები, რუსუდან ანდღულაძე, TechproDC, ბიზნესის განვითარების დირექტორი საქართველოში, თამარ ყაჭაშვილი, Caucasus Genetics, დამფუძნებელი და დირექტორი, და კატო რამიშვილი, Elcom Space-ისა და QisaBags-ის, დამფუძნებელი გაუძღვნენ.

Mastercard-ის ინიციატივა, უმასპინძლოს მეწარმე ქალებს აჭარის მაღალმთიანეთში, რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლებისა და გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშნელოვანი ნაბიჯია. ბიზნესის მენეჯმენტისა და ფინანსების მოდული სპეციალურად მორგებულია ქალი MSME-ების საჭიროებებზე, პროექტი ეხება როგორც უნიკალურ გამოწვევებს, ასევე შესაძლებლობებს, რომლებსაც ადგილობრივი ქალი მეწარმეები აწყდებიან. ასეთ პროგრამებს, განსაკუთრებით კულტურული და ენობრივი ბარიერების მქონე რეგიონებში, აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდოს ქალთა ჩართულობა ეკონომიკაში და გააძლიეროს ისინი“ - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი

პროექტის მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორებიცაა, გაძლიერება მეწარმეობის გზით, ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების მიმოხილვა, ფინანსური მენეჯმენტი ონლაინ ბიზნესისთვის, მარკეტინგი და ბრენდინგი ციფრულ ეპოქაში, ინოვაცია და გამძლეობა ბიზნესში.

*Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია - სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. სადაც, ენობრივი ბარიერებისა და კულტურულ თავისებურებების გამო, ფინანსურ განათლებაზე წვდომა ხშირად შეზღუდულია. ფინანსური განათლების პროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ) და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს