სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები, ვანო მეჭურჭლიშვილი და გიორგი დიდებაშვილი დაჯილდოვდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, ვანო მეჭურჭლიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს.

„მისი ორგანიზებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების განვითარებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ნორმატიული აქტი შემუშავდა. მათ შორისაა, *303#-ის, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტები.

სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, გიორგი დიდებაშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი უშუალო ჩართულობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკს მიღებული აქვს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ხელი შეუწყო მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესებასა და რეგულაციების ეფექტიანობას. გიორგი დიდებაშვილის ინიციატივით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში შემუშავდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სალექციო კურსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე