ვიაჩესლავ ვოლოდინი - უკრაინის შეიარაღებული ძალების საფარქვეშ, ფაქტობრივად, ნატო იბრძვის

ნატო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე გახდა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის პრესსპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-ის არხზე წერს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საფარქვეშ, ფაქტობრივად, ნატო იბრძვის. მანამდე იყვნენ მრჩევლები და ინსტრუქტორები, ახლა არიან დაქირავებულები და მთელი ქვედანაყოფები, რომლებიც იყენებენ ნატო-ს იარაღს. ისინი განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის რომელ ქალაქებზე უნდა მოხდეს თავდასხმა, კოორდინაციას უწევენ სამხედრო მოქმედებებს და გასცემენ ბრძანებებს“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების განხორციელების საკითხის განხილვით, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობენ საკუთარ თავს აგრესიული აქტების განხორციელების უფლება მისცენ.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა საბრძოლო მოქმედებებში მათი უშუალო მონაწილეობის შენიღბვისა და დამალვის მცდელობა“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები განიხილავენ არა მხოლოდ კიევის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას, არამედ წყვეტენ, ჩაერთონ თუ არა უშუალოდ უკრაინის კონფლიქტში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე