უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი” ავრცელებენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტი, ასევე 21 ოფიცერია.

„კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და”აზოვსტალის”, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები.

მადლობა ჩვენს გუნდს, რომელიც დაკავებულია გაცვლებით, უკრაინისთვის ასეთი კარგი ამბებისთვის,” - წერს ზელენსკი.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა. რუსულ მხარეს ასევე 103 სამხედრო გადაეცა, რომლებიც ტყვედ კურსკის ოლქში აიყვანეს.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს უკრაინამ ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა, მათ შორის 23 ქალი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე