ირაკლი კობახიძე - საქართველოს აუცილებლად ექნება ნათელი, ევროპული მომავალი, რისი მიღწევაც მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებით და ღირსების დაცვით არის შესაძლებელი

საქართველოს აუცილებლად ექნება ნათელი, ევროპული მომავალი, რისი მიღწევაც მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებით და ღირსების დაცვით არის შესაძლებელი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გორში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ ქართლელები 26 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ეტყვიან უარს ომს და აირჩევენ მშვიდობას, რაც საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.

„ვინ თუ არა თქვენ, შიდა ქართლის მოსახლეობამ იცით ყველაზე უკეთ მშვიდობის ფასი. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძიმედ გამოცადეთ 2008 წლის ომთან დაკავშირებული ტკივილი, ტკივილი, რომელიც საქართველოს და ამ მხარეს წინა ხელისუფლების მოღალატეობრივმა დანაშაულმა მოუტანა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ქართლელები 26 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ეტყვის უარს ომს და აირჩევთ მშვიდობას, რაც საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ნათელი, ევროპული მომავალი, რისი მიღწევაც მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებით და ღირსების დაცვით არის შესაძლებელი.

„შიდა ქართლი ინახავს ჩვენი ქვეყნის უძვირფასეს მემკვიდრეობას, უამრავ ეკლესია-მონასტერს, რომლებიც შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ეროვნული იდენტობის თითოეულ საყრდენს - მამულს, ენას და სარწმუნოებას. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა ასევე უნდა გააკეთოს არჩევანი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართლელები ამ შემთხვევაშიც მკაფიო არჩევანს გააკეთებთ, უარს ეტყვით ადამიანის ღირსების წაშლის ყველა მცდელობას და აირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია