გია ჯაფარიძე - რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესი განცხადებაა - ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს!

ალბათ, ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესია-ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს!, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აგრევს წლების განმავლობაში ნაშენებ არაღიარების პოლიტიკას, მინიმუმ ნიადაგს ამზადებს სხვა ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის.

„საქართველოს ისტორიაში ყოფილა ბევრი სამარცხვინო, დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედება. ალბათ, ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესია. საერთაშორისო სასამართლოებმა დაადგინეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სიმართლე, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები ამართლებენ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს! საქართველო ისტორიაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ალბათ, ყველაზე ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. იმის გარდა, რომ გვაკარგვინებს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზას, წვდომას მილიარდობით ევროსთან, აგრევს წლების განმავლობაში ნაშენებ არაღიარების პოლიტიკას, მინიმუმ ნიადაგს ამზადებს სხვა ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის. არ ვიცი, ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს, რა სახელი შეიძლება ეწოდებოდეს ასეთ ქმედებებს და განცხადებებს.

26 ოქტომბერს, ეს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ, მშვიდობით უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, უნდა გამოვიდეთ სიღარიბიდან, უნდა შევიდეთ ევროპის კავშირში და ვიცხოვროთ კეთილდღეობაში“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი