ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰუსიტებს“ უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენთვის ზიანის მიყენების მცდელობებისთვის მძიმედ ვაზღვევინებთ, ვისაც შეხსენება სჭირდებათ, შეუძლიათ, ეწვიონ „ჰოდეიდას“ პორტს

„ჰუსიტებს“ ამ დრომდე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენთვის ზიანის მიყენების მცდელობებისთვის მძიმედ ვაზღვევინებთ, მათ, ვისაც შეხსენება სჭირდებათ, შეუძლიათ, ეწვიონ „ჰოდეიდას“ პორტს, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ბალისტიკური რაკეტის გაშვებას.

„ვინც თავს დაგვესხმება, ვერ გაგვექცევა, „ჰამასი“ ამას უკვე სწავლობს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ღაზას ტერორისტული დაჯგიფება განადგურდება და მძევლებს გაათავისუფლებს.

ცნობისთვის, დღეს იემენიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ აიღო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა