უკრაინელებმა კიევის გარშემო რუსების 20-მდე დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 სექტემბრის ღამეს კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის 20-მდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსი ოკუპანტების მერვე საჰაერო შეტევა კიევზე და ეს მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში! წინა შეტევების მსგავსად, მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, Shahed-ები. მაგრამ ბოლო შეტევებისგან განსხვავებით, ეს იყო მასიური შეტევა. დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში დაახლოებით სამსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცეში მტრის თითქმის ორი ათეული უპილოტო საფრენი აპარატი გაადგურეს“, - აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე