მოირგე მომავლის პროფესია - დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში

„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით შექმნილ STEM სკოლის მეოთხე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეების STEM მეცნიერებებით დაინტერესების, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „საქართველოს ბანკი“, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

„STEM სკოლის ერთწლიანი კურსის გასავლელად, მოსწავლეებმა 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.

ინიციატივის ფარგლებში, VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ; მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; დაეუფლონ მოთხოვნადი მეცნიერებების საფუძვლებს და მოარგონ მომავლის პროფესია საკუთარ ინტერესებს.

დაფუძნების დღიდან STEM სკოლის ერთწლიანი კურსი უკვე გაიარა 600-მდე მოსწავლემ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შედეგის მქონე 120-მდე ახალგაზრდას „საქართველოს ბანკი“ სწავლას სრულად უფინანსებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მათი პოტენციალის სრულად ასათვისებლად და განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, უკვე მეორე წელია კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, ერთი წლის განმავლობაში კომაროვის სკოლის პროფესიონალების მენტორობით დაეუფლონ STEM მეცნიერებების საფუძვლებს, დაიგროვონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და აირჩიონ ისეთი მომავლის პროფესიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილების განხორციელებას. მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად კი ჩვენ 120-მდე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად ვუფინანსებთ. წარმატებებს ვუსურვებთ ახალი ნაკადის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივისადმი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს. STEM სკოლის შესახებ იხილეთ ვიდეო.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე