რომან გოცირიძე - ივანიშვილის განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი - „ქართული ოცნება“ ეწევა რუსეთის „გათეთრებას“, ხოლო ომის წამოწყებაში ბრალს აშშ-სა და დასავლეთს სდებს

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი - „ქართული ოცნება“ ეწევა რუსეთის გათეთრებას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში მის გამართლებას, ხოლო წამქეზებლობასა და ომის წამოწყებაში ბრალს აშშ-სა და დასავლეთს სდებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებები სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით, სწორედ რუსეთია დამნაშავე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში.

„პარადოქსია, მაგრამ საერთაშორისო სასამართლოებში „ქართული ოცნების" პოზიციას ეწინააღმდეგება დღევანდელი “ქართული ოცნება” - დღევანდელი ივანიშვილი გამოდის გუშინდელი ივანიშვილის წინააღმდეგ!

ხელისუფლება ღალატის გზას დაადგა და რუსეთის ღია მოკავშირე გახდა. ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებამ რუსეთის ხელისუფლების აღფრთოვანება რომ გამოიწვია, ეს ბუნებრივია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე