ირაკლი ზარქუა - მიხაილ როთი ჩვენთან არ არის ჩამოსული - მისი ღირებულებებით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და „ჩახდილებთან“ ჩამოვიდა

მიხაილ როთი ჩვენთან არ არის ჩამოსული - როთი მისი ღირებულებებით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და „ჩახდილებთან“ ჩამოვიდა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ზარქუას განცხადებით, ვიდრე როთი ბოდიშს არ მოუხდის ეკლესიას, ქართველ ხალხსა და საზოგადოებას, მას ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან.

„მასთან რა საერთო გვაქვს?! - არანაირი! ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და "ჩახდილებთან" ჩამოვიდა, რადგან მათთან საერთო ღირებულებები აქვს, რაც არის ლგბტ პროპაგანდა და ის მარაზმი, რასაც მხარს უჭერენ და ავრცელებენ.

ქართველ ხალხთან და ქართულ ტრადიციებთან როთისნაირ კაცებს თუ პოლიტიკოსებს საერთო არაფერი აქვთ. ასე, რომ ამათ ოფისებში იაროს და ერთმანეთთან გაერთონ - მას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს