უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ მეორე მასშტაბური პროექტის, ,,მატიანის” საძირკველში სიმბოლური კაფსულა მოთავსდა, როგორც სიმტკიცის სიმბოლო. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ,,მატიანი”, წერეთლის გამზირზე N45 -ში შენდება. პროექტი სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ, ხოლო მშენებლობას კომპანია ,,ანაგი” ახორციელებს.
დეველოპერული კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს სიმბოლური მომენტი ,,მატიანის” მობინადრეებთან და პარტნიორებთან ერთად აღენიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მომავალი მობინადრეები, საქართველოს ბანკის და სამშენებლო კომპანია ,,ანაგის” წარმომადგენლები.
,,ჩვენი მობინადრეების და პარტნიორების ჩართულობას ამ სიმბოლურ აქტივობაში დიდი მნიშვნელობა აქვსაქვს. ჩვენთვის, როგორც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული დეველოპერული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, მშენებლობის თითოეული ეტაპის შესახებ მომავალი მობინადრეებიმობინადრეები ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ. ,,ბიოგრაფი ლივინგის” მიზანია გამორჩეულად მაღალი ხარისხის სტანდარტის დანერგვა და მოხარული ვართ, რომ როგორც ,,საკენის”, ასევე ჩვენი რიგით მეორე პროექტის ,,მატიანის” მშენებლობას ახორციელებს კომპანია ანაგი, რომელსაც ბაზარზე 35 წლიანი წარმატების ისტორია აქვს და საცხოვრებელი კომპლექსის უსაფრთხო, გამძლე და სანდო სამშენებლო პროცესს უზრუნველყოფს”. განაცხადა ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.
მოხარული ვართ რომ ჩვებნი რიგით მეორე პროექტის მატიანის მსენებლობას ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია ანაგი, რომელსაც ბაზარზე 35 წლიანი წარმატების ისტორია აქვს.განაცხადა ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.
,,მატიანის” მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და ყველა სამუშაო სრულდება საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ,,ბიოგრაფი ლივინგის” ძლიერ პარტნიორებთან თანამშრომლობა განაპირობებს პროექტის უმაღლეს ხარისხსა და მაცხოვრებლებისთვის განსაზღვრულ ვადებში ჩაბარებას. მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელსაც, როგორც მატიანში, ისე საკენშიც გამოიყენება, მასალების ზედმიწევნით შემოწმებაა. ადგილზე მიღებულ მასალებს უტარდება ლაბორატორიული კვლევა იმ მიზნით, რომ დარწმუნებული იყვნენ, გამოყენებული მასალა სრულად შეესაბამება პროექტით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს.
ამჟამად ,,მატიანის” პროექტზე ქვაბულის გასამაგრებლად მოწყობილია პერიმეტრის ხიმინჯების 75% და შენობის საძირკვლის ხიმინჯების 80%. თითოეულ ხიმინჯს უტარდება ლაბორატორიული კვლევა როგორც უწყვეტობაზე, ისე მარკიანობასა და წყალმედეგობაზე ბეტონის მახასიათებლების დასადგენად. აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოჭრის სამუშაოები და მუშავდება ხიმინჯის თავები საძირკვლის მოსაწყობად.
რაც შეეხება საიზოლაციო სამუშაოებს, ამ მიმართულებით ,,ბიოგრაფი ლივინგი” შვეიცარიულ ბრენდთან, Sika-სთან თანამშრომლობს. SikaProof არის საიზოლაციო სისტემა, რომელიც საკენისა და მატიანის მშენებლობაში იქნება გამოყენებული. TPO მემბრანული სისტემა ხასიათდება წყლის შეკავების უმაღლესი უნარით. SikaProof შენობის საძირკველში იქნება გამოყენებული, რაც წყალგამძლეობასთან ერთად, საცხოვრებელ კომპლექსს 100%-ით უსაფრთხოს გახდის. ,,მატიანის” მშენებლობა დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, 2026 წელს და მაცხოვრებლებს ბინები მწვანე კარკასის სახით გადაეცემათ.
,,ბიოგრაფი ლივინგი” 2023 წლიდან გამოჩნდა დეველოპერულ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილია 4 მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროეტით: საკენი - ვაჟა ფშაველას გამზირზე; მატიანი - წერეთლის წამზირზე; შანტანი - მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის წინ. აპრილიდან კი გაეშვა ახალი მასშტაბური პროექტი ჰისნი, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $340 მლნ-ია. ,,ბიოგრაფი ლივინგის” მიერ შექმნილი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს.
(R)