გურამ მაჭარაშვილი - მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით

მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტად ჩამოვა როთი საქართველოში და ქართველ ხალხს მეტად შეახსენებს თავს, მით უფრო გაიზრდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „მიხაილ როთი სხვა სამყაროს წევრია და შესაბამისად, ვერც ის და ვერც მისი მიმდევრები შეურაცხყოფას ვერ მიაყენებენ ქართულ ეკლესიას“.

„რა თქმა უნდა, შეხვედრაზე საუბარი არ არის, როდესაც ასეთ რამეს ბედავს ოფიციალური პირი და სამწუხაროდ, მაღალი თანამდებობის მქონე პირი. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოდან რომ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას, ქართულ ეკლესიას, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც უმრავლესობამ აირჩია, რა შეხვედრაზეა საუბარი? საუბარი იმაზეა, რომ რაც მეტად ჩამოვა როთი საქართველოში და ქართველ ხალხს მეტად შეახსენებს თავს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი. ეს არის მოცემულობა, იმიტომ, რომ ქართული იდენტობა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე, ისევე როგორც ევროპული ღირებულება და კულტურაა დაფუძნებული ქრისტიანულ კულტურაზე. ამით ვართ ჩვენ ევროპულ კულტურასთან და ღირებულებებთან თანხვედრაში. მიხაილ როთი სხვა სამყაროს წევრია და შესაბამისად, ვერც ის და ვერც მისი მიმდევრები შეურაცხყოფას ვერ მიაყენებენ ქართულ ეკლესიას. როთი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიცია ეთანხმება მიხაელ როთის, რომელიც არის ლგბტ დროშით და ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ეროვნული დროშით ხელში წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხომ ვამბობდით, რომ ასე იქნებოდა? - ოპოზიცია იქნებოდა მიხეილ როთთან ერთად ლგბტ დროშით და ჩვენ ვიქნებოდით ეროვნული დროშით. ასეც მიდის წინასაარჩევნო კამპანია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ “რადიკალური ოპოზიცია” მხარს უჭერს საქართველოს “გაელგებეტებას” ლგბტ დროშით და “ქართულ ოცნებას” ეროვნული დროშით სურს ტრადიციების დაცვა.

„მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით. ამას ვამბობდით ზუსტად ჩვენ, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს უჭერს საქართველოს “გაელგებეტებას” ლგბტ დროშით და ჩვენ გვინდა ტრადიციების დაცვა ეროვნული დროშით. 26 ოქტომბერს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოშია. მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვეოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე