ალეკო ელისაშვილი - ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტს იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და აკრძალოს რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით ეთერებში გადის

ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და აკრძალოს ის რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით ეთერებში გადის - მარეგულირებელმა, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტმა, ხელისუფლების დაკვეთით, ტელევიზიებში გაგზავნა წერილები, რომ კონკრეტული რეკლამა არ გაუშვან, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები გრძნობენ, რომ ხელისუფლებას დაკარგავენ და ამ შიშით ათას სისულელეს და უკანონობას ჩადიან.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მოტყუებისა და გადაგდების გარდა ღია ღალატზე არიან გადასულები.

„ჩვენ ვხედავთ თუ როგორი შეშინებული, დაფეთებული და დაპანიკებულია ხელისუფლება. გრძნობენ ისინი, რომ არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები. გრძნობენ, რომ არჩევნებს წააგებენ და ხელისუფლებას დაკარგავენ და ამ შიშით ათას სისულელეს და უკანონობას ჩადიან. ერთ-ერთი, რასაც აღვირახსნილ უტიფრობას და უკანონობას ამ შიშით აკეთებენ არის ის, რომ ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და გააუქმოს, აკრძალოს ის რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით გადის უფასო პოლიტიკურ რეკლამად. მარეგულირებელმა, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტმა, ხელისუფლების დაკვეთით, ტელევიზიებში გაგზავნა წერილები, ეს რეკლამა არ გაუშვათო. რა რეკლამაზეა საუბარი შეგახსენებთ. ჩვენ უბრალოდ ავიღეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები და საარჩევნო დაპირებები, ერთმანეთზე მივამაგრეთ და ეთერში გავუშვით. ჩვენი სიტყვა იქ არაფერია და რა? აი, ის ქოსა ტყუილები, თაღლითობა და გადაგდება, შევახსენეთ ხალხს. დღეს უკვე ღია ღალატზე არიან გადასულები მოტყუებისა და გადაგდების გარდა,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე