ირაკლი კობახიძე კითხვაზე: როგორ უნდა მოიქცნენ ბანკები „ხარებასა“ და მისი მოადგილის დასანქცირებაზე - ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას - კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის

ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა იქნება მისი მოწოდება ბანკებისადმი ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ნაწილში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის.

„ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა. ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობას და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე