SOLO Books-ის მხარდაჭერით, ფილიპა პერის წიგნი - “ნეტავ, ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ” გამოიცა

SOLO კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO Books-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებს აძლევს წვდომას ქართულად ნათარგმნ მსოფლიო ბესტსელერებზე. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინიციატივის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის ფილიპა პერის მსოფლიო ბესტსელერი წიგნის - ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული წიგნი SOLO Books-ისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ცნობისმოყვარე პანდასთან“ თანამშრომლობით ქართულ ენაზე გამოიცა.

პრეზენტაციას გაუძღვებიან „ცნობისმოყვარე პანდას“ დამფუძნებლები, ნინი ჩიქოვანი და სოფო მუსერიძე. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, ამისათვის გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

ამასთან, წიგნის თემატიკაზე გაიმართება ფსიქოლოგ ელენე ბაჩიაშვილის Workshop-ები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

„კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობისათვის, უკვე რამდენიმე წელია SOLO Books-ის პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამჯერად ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, გამოვეცით წიგნი მეტყველი სათაურით - ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ - ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება მშობლებს, მხარი დაუჭირონ შვილების განვითარებას ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებით, ურთიერთპატივისცემის გზით. ეს არის აღნიშნული წიგნის საიუბილეო, 45-ე ენაზე ნათარგმნი ვერსია და გვეამაყება, რომ ზუსტად SOLO-ს მხარდაჭერით მოხდა მისი თარგმნა.

SOLO Books-ის სერია კი გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში”, - აღნიშნავენ SOLO-ში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში