ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გერმანიაში დარგობრივი სპეციალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად მიუნხენში, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მიუნხენის ადვოკატთა პალატის დარგობრივი სპეციალიზაციის (Fachanwalt) სისტემასა და სპეციფიკას სიღრმისეულად გაეცნენ.

“შეხვედრები გაიმართა, მიუნხენის ადვოკატთა პალატის (RAKMunchen) პრეზიდენტთან, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის (LMU) დირექტორთან, Beck Akademie-ის წარმომადგენლებთან და საადვოკატო ბიურო - BEUKELMANN | MÜLLER | PARTNER Rechtsanwälte mbB პარტნიორებთან.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოში ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის წარმატებით დანერგვისა და განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის დანერგვა 2024 წელს დაიწყო. დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემა ნებაყოფლობითობის პრინციპს ეფუძნება და მიზნად ისახავს სამართლის სხვადასხვა ვიწრო მიმართულებაში ადვოკატებისთვის დარგობრივი კვალიფიკაციის მინიჭებას.

არანაკლებ ერთწლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ასოციაციის წევრებს, რომლებიც ამა თუ იმ დარგში წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს მიიღებენ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერტიფიკატს და სპეციალიზებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსება სპეციალურ რეესტრში ასოციაციის ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის კურსებზე რეგისტრაცია უახლოეს მომავალში გამოცხადდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა