პროექტი „მადლობა თავდადებისთვის“ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით განახლდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, პროექტი „მადლობა თავდადებისთვის“ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით განახლდა.

„17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება ვეტერანის დღე. ეს დღე ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს. განსაკუთრებით ღირებულია მომავალი თაობების ჩართულობა მათი ძალისხმევის აღიარებისთვის.

ამ მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, შეიმუშავა პროექტი „’მადლობა თავდადებისთვის’’, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, პროექტი ითვალისწინებდა სტუდენტის მიერ ვიდეოსიუჟეტის მომზადებას მის მიერ არჩეულ ომის ვეტერანზე, ვეტერანის მიერ განვლილ გზაზე, მის ბრძოლაზე ქვეყნის ერთიანობისათვის. პროექტის მონაწილეებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სათავო ოფისში, შეხვდა სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პირადად გადასცა სპეციალური საჩუქრები. პროექტი ‘’მადლობა თავდადებისთვის’’ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს კვლავ განახლდება და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნულ პროექტში, მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებელი მიიღებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს