„საქსტატი“ - რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6% შეადგინა

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22 101.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის II კვარტალში 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

„2024 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.4 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (35.7 პროცენტი), განათლება (21.3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (11.0პროცენტი), მშენებლობა (13.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (16.1 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.3 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-1.4 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.0 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.8 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.1 პროცენტი), მშენებლობა (8.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), განათლება (6.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქსტატის განამრტებით, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2024 წლის 15 ნოემბერს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ