სერგო ჩიხლაძე - სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს მეტ იზოლაციას,  მეტ მოშიმშილე ბავშვს და მეტ გაღარიბებულ ოჯახს საქართველოში

„ქართული ოცნება“ ვერაფერს ვეღარ გადახედავს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად ერთი თვე. 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის დეტალებს შეეხებოდა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, მთავარი სანქცია „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის მიერ დაედება.

„შეერთებული შტატების დახმარების ხელი გამოწვდილია, ესაა ეკონომიკური დახმარება, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაში დახმარება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემოთავაზება და ესაა უვიზო რეჟიმის შემოთავაზება. ეს არის ამერიკელი ხალხის დახმარება ქართველი ხალხისადმი. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამას ეღობება წინ. ქართული ოჯახების სიღარიბეს იწვევს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ჩვენ, ქართველი და ამერიკელი ხალხი 27 ოქტომბრიდან გავაგრძელებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს. ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ნახოს თუნდაც აქციების კადრები, იქ ძალიან კარგად ჩანს რატომ დასანქცირდა, მაგალითად, „ხარება“. ნახოს ეს კადრები. 16-17-18 წლის ბიჭებსა და გოგონებს რომ ურტყამენ, ამას რა განმარტება სჭირდება?! მოძალადეები, ადამიანის უფლებების დამრღვევები, საქართველოს ოჯახების გამაღარიბებლები, საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაქცევის ხელშემწყობები, რა თქმა უნდა, იმსახურებენ სანქციებს. მაგრამ ეს სანქციები, ქართველი ხალხის მიერ, 26 ოქტომბერს, პირდაპირი მნიშვნელობით დაედებათ „ქართულ ოცნებასა“ და მის მაღალჩინოსნებს.

„ქართული ოცნება“ ვერაფერს ვეღარ გადახედავს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად ერთი თვე. 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება. ის საბედნიეროდ, ვერაფერს ვეღარ გადახედავს. როცა ქვეყანას ჰყავს სანქცირებული ხელისუფლების წევრები, ეს ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ გაღარიბებულ ოჯახებს, მეტ მოშიმშილე ბავშვს და მეტ ქართველს საქართველოდან გაქცეულს. ეს არის „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მოღვაწეობის შედეგი. რაც შეეხება შიშს, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს ეშინია ქართველი ხალხის იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა 25-27%-ს არ სცილდება. ამიტომ მთავარი სანქცია „ქართულ ოცნებას“ დაედება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, პრესსამსახურის თანახმად, აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში