Biletebi.ge განახლდა

Biletebi.ge სრულიად ახალი პლატფორმითა და ბრენდინგით გამოჩნდა. განახლებული პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს ბილეთების შეძენის ძალიან მარტივ ფუნქციონალს, ორგანიზატორებს კი ღონისძიებების მართვის სრულიად ახლებურ სისტემას.

ახალმა გუნდმა ბილეთების ყიდვის პროცესი სრულად გადაიაზრა და შექმნა გამოცდილება, რომელიც ყველაზე ინტუიტიურია. ახალი ვებ-გვერდი გამოირჩევა თანამედროვე, მომხმარებლისთვის მარტივი ინტერფეისითა და სისტემით.

პლატფორმა არამხოლოდ ვიზუალურად, ტექნიკურადაც შეიცვალა: რიგის კომპლექსური სისტემებისა და დარბაზის სქემების მენეჯმენტიდან დაწყებული, QR კოდების დამუშავებით დამთავრებული. ახალი ვებ და მობილური პლატფორმა ცვლის ბილეთების შეძენის გამოცდილებას როგორც ორგანიზატორებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

Biletebi.ge-ზე შესაძლებელია რკინიგზის, კინოს, კონცერტების, თეატრების, მუზეუმების, სპორტული ღონისძიებების და ნებისმიერი სხვა კატეგორიის ბილეთების შეძენა.

ვებ-გვერდის და მობილური აპლიკაციის განახლებასთან ერთად განახლდა ბრენდი და მისი ვიზუალური იდენტობა. უცვლელი დარჩა სახელი biletebi.ge, რომელმაც ცნობადობა 15 წლის განმავლობაში დააგროვა.

Biletebi.ge უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და ინოვაციური ფუნქციონალების დამატებას გეგმავს.

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა