„ჰეზბოლას“ მებრძოლების პეიჯერების აფეთქების გამო, ირანი ისრაელს მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებს

„ჰეზბოლას“ მებრძოლების პეიჯერების აფეთქების გამო, ირანი ისრაელს მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებს.

„ირანი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტს, როგორც მასობრივი მკვლელობის მაგალითს, გმობს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა.

ამასთან, დაშავებული „ჰეზბოლას“ მებრძოლების სამკურნალოდ ირანმა ლიბანში სამაშველო ჯგუფები და ექიმები გაგზავნა.

შეგახსენებთ, „ჰეზბოლას“ მებრძოლებს პირადი პეიჯერები 17 სექტემბერს აუფეთქდათ. „ჰეზბოლა“ პეიჯერების აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება. ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პეიჯერების აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 3 000-მდე დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბეირუთში ირანის ელჩიც არის.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა