მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მივიდნენ

კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მივიდნენ.

როგორც გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე აცხადებენ, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. როგორც ცნობილია, მათ დღეს პირისპირ შეხვედრაც ჰქონდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა განაცხადეს, რომ კონსულტაციები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პირველად 16 სექტემბერს მიიწვია.

ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს