გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლე დატოვეს - მოლაპარაკებები დაახლოებით, ერთ საათში განახლდება

„საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელიც ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

შეთანხმდნენ თუ არა მხარეები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკება ერთ საათში განახლდება, როცა ორივე მათგანი ორბელიანების სასახლეში დაბრუნდება.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, საუბარი კონსტრუქციულად მიდის და მოსალაპარაკებლად ერთ საათში დაბრუნდებიან.

„საუბარი მიდის კონსტრუქციულად, ერთ საათში დავბრუნდებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერები არჩევნებისთვის გაერთიანების თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პირველად 16 სექტემბერს მიიწვია.

ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს