უკრაინელებმა 13 ოლქში 61 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს

რუსული ძალები 20 სექტემბრის ღამეს უკრაინის ტერიტორიას რამდენიმე რაკეტით და 70 „კამიკაძე-დრონით“ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის 61 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსები ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან თავს დაესხნენ დონეცკის ოლქს გაურკვეველი ტიპის სამი რაკეტით, დნეპროპეტროვსკის ოლქს - X-59 ტიპის მართვადი რაკეტით, ასევე Shahed-ის ტიპის 70 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის, კურსკის და იეისკის ტერიტორიებიდან.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საზენიტო ბრძოლის შედეგად 61 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი X-59 ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, 9 დრონი კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ლოკალურად დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს