ირაკლი ქარსელაძე ბუდაპეშტის ტრანსპორტის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) განვითარების საკითხებზე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ტრანსპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრა (მინისტერიალი) გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალი უნგრეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის (The Hungarian Presidency of the Council of the EU 2024) ფარგლებში ჩატარდა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვას ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები მონაწილეობდნენ.

მინისტრების სადისკუსიო შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობები, იმსჯელეს ევროპული მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობაზე, ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მწვანე და ციფრული ევროპული სატრანსპორტო სექტორის განვითარების გზებზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესაძლებლობა და ფუნქცია გლობალური დაკავშირებადებისა და „შუა დერეფნის“ განვითარებაში.

„ვმონაწილეობთ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ როგორც მიმდინარე გამოწვევებზე ასევე, სამომავლო გეგმებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობები, საუბარია შუა დერეფანზე და ევროპულ სატრანსპორტო ქსელზე. დამსწრე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, საქართველოში მიმდინარე პროექტების პროგრესთან დაკავშირებით, ასევე იმ მიღწევებზე, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაგვეძლიერებინა ეს მიმართულება. ვისაუბრეთ ახალ სტრატეგიულ პროექტებზე-შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

„მინისტრმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო საგზაო ქსელის განვითარების შედეგები და გეგმები. აღნიშნა, რომ წარმატებით გრძელდება ტრანს-ევროპული ქსელის შემადგენელი საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის მშენებლობა, რომლის 276 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. მისი თქმით, მიმდინარე პროექტების შედეგად, აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი საგზაო დერეფანი 30 კმ-ით შემცირდება, რომლის გავლას 8 საათის ნაცვლად, 4 საათი დასჭირდება. გახსნილია, საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე გამომწვევი რიკოთის მონაკვეთის 36 კმ, ხოლო, საბოლოოდ, მხოლოდ 2024 წელს ქვეყანაში 90 კმ ჩქაროსნული მაგისტრალური გზა გაიხსნება, რომელიც სრულად უპასუხებს ევროკავშირის მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტს და ყველა სხვა მოთხოვნას.

მან, ასევე, ისაუბრა სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების სექტორის მიმდინარე განვითარებაზე, სატრანსპორტო დოკუმენტაციის გაციფრულებისა და ელექტრონული მიმოცვლის მიღწევებზე, რეგიონული ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის განმტკიცების ძალისხმევაზე და ისეთი სტრატეგიული პროექტების განვითარებაზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების, ანაკლიის პორტის და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში