გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის - British Airways-ი და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყების დაანონსებას 5 წამყვანი ევროპული მედია ეხმაურება

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში საქართველო წამყვანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრშია.

კერძოდ, როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის - British Airways-ი და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყების დაანონსებას 5 წამყვანი ევროპული მედია ეხმაურება.

„ორი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია ‘’British Airways”-ი და ‘’easyJet”-ი მალე თბილისს ლონდონთან დააკავშირებს“,- მსგავსი შინაარსის სტატიებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ წამყვანი ბრიტანული გამოცემები: The independent, Daily mail, ასევე Buiness Traveler, წამყვანი საავიაციო გამოცემა Travel Radar და Euronews Georgia.

სტატიებში ხაზგასმულია, რომ ახალი პირდაპირი მიმართულებები ლონდონის ჰითროუს და ლუტონის აეროპორტებიდან ფრენის დროს 8 საათიდან 5 საათამდე შეამცირებს. ,, საქართველო 2025 წლის ზაფხულის მოულოდნელი ცხელი წერტილი ხდება, რადგან ’British Airways”-ი და‘’easyJet”-ი პირდაპირ რეისებს იწყებენ ლონდონიდან,“- ნათქვამია სტატიებში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს