მამუკა ხაზარაძე - გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი - შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის

გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი - მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია, - ამის ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარტია „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში.

როგორც ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს ნიშნავდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ხაზარაძის თქმით, სიმართლე არ არის.

„გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ მან შეიძლება ჩათვალა რომ ვიღაცას უნდა, რომ ჩემი და მისი სიაში არ ჩაწერა. მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია. შესაბამისად, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ მზად ვარ ეს პუნქტი შევცვალოთ. გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ სურვილი აქვს იყოს სიაში, შესაბამისად, მეც მასთან ერთად“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე