ვლადიმერ ბოჟაძე - პარტიები, რომლებმაც არც კი იციან ბარიერს გადალახავენ თუ არა, სამი დღეა ჩხუბობენ იმაზე, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და ვინ მეორე

პარტიები, რომლებმაც არც კი იციან ბარიერს გადალახავენ თუ არა, სამი დღეა ჩხუბობენ იმაზე, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და ვინ მეორე, ვის რამდენი კვოტა ერგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტიებს, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია- საქართველოსთვის“, ბარიერის გადალახვის პრობლემა რომ არ ჰქონდეთ, გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებდნენ.

„გაუნაწილებელ მანდატებზეა საუბარი და პარლამენტზე, სადაც ჯერ არ შესულან. წარმოგიდგენიათ მათ რომ ბარიერი გადალახონ და მათი დასალაგებელი რომ იქნება ქვეყანა? კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ორ პარტიას აქვს შანსი, გადალახოს ბარიერი, მაგრამ არა გარანტირებულად, ამიტომაც თქვა, რომ იქნება გაერთიანდნენ.

გახარია ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ იყო, იმიტომაც შეძლო გარკვეული ხმების აღება ერთი წლის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო ახლა აღარ აქვს შანსი დამოუკიდებლად გადალახოს ბარიერი, ამიტომაც დადგა გაერთიანება დღის წესრიგში. ის განცდა რომ ჰქონდეთ, რომ ბარიერს დამოუკიდებლად გადალახავენ და პარლამენტში შევლენ, საერთოდ ერთმანეთთან ლაპარაკს დაიწყებდნენ იმის შემდეგ, რაც ხაზარაძემ გახარიას აკადრა მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი იყო?“ - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ „თუ ვითარება გაუარესდება, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია“, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ „ცდილობენ, შეგვაშინონ სანქციებით და უვიზო რეჟიმით, რათა გავლენა იქონიონ არჩევნებზე“.

„ვინც იღებს გადაწყვეტილებას, ის რატომ აშანტაჟებს ამ ქვეყანას და ამ ხალხს უვიზო რეჟიმით იმის გამო, ვინც უნდა აირჩიონ 26 ოქტომბერს და ვინ - არა? უვიზო მიმოსვლა საჩუქარი გგონიათ? ეს ხომ ამ ქვეყანამ დაიმსახურა. რა შუაშია აქ „ქართული ოცნება“.

ხელისუფლებამ შრომით, რეფორმებით დაიმსახურა უვიზო მიმოსვლა და ეს გვაქვს. ამის შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები და არცერთ ჩვენს პარტნიორს არ უთქვამს, რომ „თუ თქვენ გაბედავთ და არჩევნებს გააყალბებთ, ჩვენ გავაუქმებთ უვიზო რეჟიმს“. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ის ამოცანები და გამოწვევები არ იდგა ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელიც დგას ახლა. ახლა რატომ ჰგონიათ, რომ გაყალბდება, როცა ყველაზე უსაფრთხო საარჩევნო სისტემა გვაქვს და კარგად იციან, რომ სულ რომ თვალი დახუჭოს მთელმა მსოფლიომ და ყველაზე მაგარი გამყალბებლები, გოგორიშვილი და მაჭავარიანი რომ მიუშვა საარჩევნო უბნებზე, ერთ ხმასაც ვერ გააყალბებენ იმიტომ, რომ ვერიფიკაციის აპარატი და ხმის დამთვლელი სკანერი დგას“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე