კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.

„დასახლებიდან 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმეტესობა მეგობრებთან და ნათესავებთან განთავსდა. ევაკუაციისთვის 17 ავტობუსი გამოიყო“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მანამდე, კონდრატიევმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საჰაერო თავდაცვამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნას აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ტიხორეცკის რაიონის მოსახლეობა არ დაშავებულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს