გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე - აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება

აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც ახლა საპატიმრო დაწესებულებაშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულ გიორგი შანიძის შეწყალებას.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს, პატრიოტს ადამიანებს კი ციხეში სვამს.

„პატრიოტები ციხეში არ უნდა ისხდნენ. ციხეში უნდა ისხდნენ ის ადამიანები, რომლებიც პატრიოტებს აპატიმრებენ, თავპირს უმტვრევენ ახალგაზრდებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან, სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. კი, ისინი უნდა ისხდნენ, იმიტომ არის „ხარება“ დღეს სანქცირებული. არავის ეგონოს, რომ ცივილიზებული სამყაროს იმ მექანიზმებს ვინმე თავიდან დაუძვრება, მათ შორის, ვერც ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ამიტომ ვეუბნები ბიზნესს, დროზე გამოფხიზლდით და გაემიჯნეთ ამ ადამიანს, რადგან საფრთხის წინაშე ისინიც დგანან, ვერავინ დაიძვრენს თავს, ციხეში ვინ უნდა იჯდეს იცი? ვინც ლევან ხაბეიშვილი, დათო ქაცარავა, გია ჯაფარიძე ცემა. რომელიმე არის პასუხისგებაში მიცემული? დამნაშავეებს ხელს აფარებენ და პატრიოტებს ციხეში სვამენ, ყველა პატრიოტი უნდა იყოს თავისუფალი, ვინც, თავისი სამშობლოსთვის, ევროპული პერსპექტივისთვის და მათ შორის, თქვენთვისაც იბრძვის, რომ ევროკავშირის პასპორტი გქონდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები