დედაქალაქმა უკვე მეოთხედ „ევროპული მობილობის კვირეულს“ უმასპინძლა

„საერთო საჯარო სივრცე“ - აღნიშული თემის ირგვლივ, 16-22 სექტემბერს, ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციულად, შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.

მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და გამოიყო სპეციალური სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. გაიმართა ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენა. მიცკევიჩის ქუჩაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალური ავტობუსების ამსახველი ფოტომასალაც.

კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, მოეწყო იმიტირებული ველორბოლა და ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცათ.

გარდა ამისა, 16 და 21 სექტემბერს ჩატარდა ღონისძიება - „საღამო მეტროში“. დაინტერესებული მოქალაქეები, ასევე, სტუმრობდნენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის” მეორე ავტობაზას.

„მობილობის ევროპული კვირეული“ არის კამპანია, რომელიც სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ღონისძიებების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს