დანიის პრემიერი - დავასრულოთ დისკუსია წითელი ხაზების შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი მაშინ გადაიკვეთა, როცა რუსეთი უკრაინაში შევიდა - უკრაინას იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოეხსნას

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდოს, მწვანე შუქი აუნთონ უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე გამოყენებისთვის.

„ჩემი წინადადებაა, დავასრულოთ დისკუსია წითელი ხაზების შესახებ“, - განაცხადა ფრედერიკსენმა Bloomberg-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, წითელ ხაზებზე საუბარი რუსეთს ძალიან კარგ კარტს აძლევს ხელში.

„არის მუდმივი დისკუსია იმის თაობაზე, გვაქვს ამის უფლება? მართლაც კარგი იქნება, რომ შეწყდეს არსებული შეფერხებები და ვფიქრობ, რომ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი მაშინ გადაიკვეთა, როდესაც რუსები უკრაინაში შევიდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია და ეს მაშინ, როდესაც რუსები შევიდნენ უკრაინაში. ასე რომ, არ მივიღებ ამ წინაპირობას და არასოდეს მივცემ არავის უფლებას რუსეთიდან გადაწყვიტოს, რა არის სწორი, რაც უნდა გაკეთდეს ნატო-ში, ევროპასა თუ უკრაინაში“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე